ოქტომბერი 12, 2024

გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში:

„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი.

განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში.

უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს. მურად ფირცხელანი ხოჩა ლაქუნო ჯარ” – წერს ნიკოლავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *