დეკემბერი 7, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, “კურიერთან”, რამდენიმე ადამიანის დაკავება დაადასტურა.

“ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა და ადგილზე რჩება პოლიციის დანაყოფები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.

აქციაზე რამდენიმე პირი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ.

ამ ეტაპისთვის, პირველი ეტაპი, რაც განვახორციელეთ, მოხდა შესაბამისი ბარიკადებისა და იმ კონსტრუქციების ალაგება სავალი გზის ნაწილიდან, რომელიც განთავსებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მისივე თქმით, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, სამართალდამცველები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *